31 იანვარი 2025,   00:14
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა პროექტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით უნდა დამტკიცდეს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტი, რომელშიც წერია, რომ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით უნდა დამტკიცდეს.

      მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ პროექტში ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევები, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრის ნაკისრ ვალდებულებებს.

      შესაბამისად, კომიტეტის სურვილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის აპრილის სესიამდე, ანუ ხელახალ განხილვამდე, კონკრეტული დათქმები შეასრულოს. კომიტეტის მიერ მომზადებულ პროექტში საუბარია შემდეგ დათქმებზე:

      დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას ბოლო, საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები და ნაკლოვანებები, შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებული ახალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

      გარდა ამისა, პროექტში ასევე ნათქვამია, რომ დაცული უნდა იყოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება და მომდევნო სესიამდე, ანუ 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდეს თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანები.

      ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს საკითხი ხვალ, 29 იანვარს განიხილება და ასამბლეა საბოლოო გადაწყვეტილებას კენჭისყრის შემდეგ მიიღებს.