07 თებერვალი 2025,   13:11
ვრცლად
ოკუპანტის თავდასხმას ხერსონის ოლქში ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაჭრილია 4

ოკუპანტის თავდასხმას ხერსონის ოლქში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 4. დარტყმის სამიზნეა ხარკოვიც - რუსული საბრძოლო დრონი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აფეთქდა.

სალტოვსკის რაიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ყველაზე ცხელ მიმართულებებად პოკროვსკი, ტორეცკი და კურშ-ჩინა რჩება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი გუნდი პრეზიდენტ ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ესაუბრა, მხარეები ვიზიტის ორგანიზებაზე მუშაობენ. ასევე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ თანახმა იქნებოდა ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე, თუკი ეს უკრაინისთვის მშვიდობის მოსატანად ერთადერთი შესაძლებლობაა.

დღის ამბები