24 მარტი 2025,   00:10
ვრცლად
ვაკე-საბურთალოს რაიონის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდათ - "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით დაზიანებულია ცენტრალური და 500 მილიმეტრიანი გაზსადენი

დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური და 500 მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოსა მარაგებს. ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაზსადენის აღსადგენად "თბილისი ენერჯის" ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.

"ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო" - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები