29 მარტი 2025,   09:29
ვრცლად
"სხვა ქვეყნებს თავი უნდა დავანებოთ, აკეთონ საკუთარი საქმე, ამერიკამ საკუთარ საქმეებს უნდა მიხედოს, ყველგან რეჟიმების შეცვლას არ უნდა ეცადოს" - ილონ მასკი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვიდა ილონ მასკი. ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი "სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნაკლებად არის დაინტერესებული".

      "ვამბობ, რომ ჩვენთან ძალაუფლება ბიუროკრატიისა და ხალხის ხელშია, ამიტომ ჩვენ დემოკრატიის აღდგენა გვინდა, რაც ფედერალური მთავრობის შემცირებას ნიშნავს, არსებითად კი - რეგულაციების შემცირებას. იმედი გვაქვს, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სასარგებლო იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, იმიტომ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ერთად ნაკლებია სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარების ინტერესი. ვფიქრობ, საერთაშორისო საქმეებზე ამერიკის შეერთებული შტატები ზეწოლას ახდენდა, რაც შესაძლოა აქ დამსწრე აუდიტორიის რიგითი წევრებისთვისაც ნაცნობი იყოს. ჩვენ უნდა დავანებოთ სხვა ქვეყნებს თავი, აკეთონ საკუთარი საქმე, ამერიკამ საკუთარ საქმეებს უნდა მიხედოს, არ უნდა ეცადოს ყველგან რეჟიმების შეცვლას.  ასე რომ, უნდა დავიცადოთ, ჩვენ მთავრობაში ბიუროკრატიის წინააღმდეგ ომი დავიწყეთ USAID-ს დიდ ყურადღება დაეთმო, თუმცა ასევე არსებობს "დემოკრატიის ეროვნული ფონდი"და მე ვიფიქრე, რამდენად დემოკრატიულები არიან ისინი ბოლო დროს, ეს არ ვიცი, არც ისე დემოკრატიულები არიან... ვფიქრობ, რატომ ფინანსდება ეს ყველაფერი ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფულით, ამ მოცემულობას ტრამპის ადმინისტრაცია არ ეთანხმება. ამის შეჩერება გვინდა", - განაცხადა ილონ მასკმა.