სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები უტარდება ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ მრავალბინიან კორპუსებს.
"თანამედროვე ენერგოეფექტური მასალით შეიფუთება ამორტიზებული კედლები, შეიცვლება კარ-ფანჯრები. პარარელურად, ფასადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველისა და კრავეიშვილის კორპუსებზე.
პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ქუჩებს სრულიად ახალი იერსახე მიეცემა.
ასევე, მდინარე ჭურთავაზე, ახალი ხიდების მოწყობა მიმდინარეობს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამშენებლო სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა.