24 მარტი 2025,   00:15
ვრცლად
ბათუმის მერია: უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა

ბათუმში, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში. ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში",- აღნიშნულია განცხადებაში.

მერიის ცნობითვე, მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

დღის ამბები