11 აგვისტო 2026,   10:45
ვრცლად
20 თებერვალს ვაკის რაიონის ზოგიერთ ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება - როდის აღდგება წყალმომარაგება

GWP-ის ინფორმაციით, 20 თებერვალს, ვაკის რაიონში, გ.შატბერაშვილის ქ. N46-თან აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

"კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 20 თებერვლის 23:30 საათიდან 21 თებერვლის დილის 06:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

შატბერაშვილის ქუჩა ჩიხებით შესახვევებით, მარაბდის ხევს, ჟვანიას, მარაბდის, შროშის, კეკელიძის ქუჩებს," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები