ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალი "გიზ-გიზი" გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალს წელს მეორედ სვანეთი მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობაც.