თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე საქალაქო სასამართლოში ერთი საათის წინ დასრულდა პროცესი, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. ბაჩიაშვილი ასევე ვალდებულია პასპორტი საგამოძიებო ორგანოს ჩააბაროს და ქვეყანა წინასწარი შეთანხმების გარეშე არ დატოვოს.