28 ივნისი 2026,   15:31
ვრცლად
"დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ ქალაქის, ასევე სოფლამდე მისასვლელ გზებს, ამ წუთის მდგომარეობით ჩაკეტილია 149 სოფელი" - იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

აჭარაში დიდთოვლობა გრძელდება. ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები. სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე, დაქირავებული სპეც-ტექნიკა. სტიქიამ არაერთი შენობის სახურავი დააზიანა. ქალაქში იყო შეფერხება წყალმომარაგების, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა მერიის ინფორმაციით, პრობლემები მოგვარებულია.

აჭარასთან ერთად დიდთოვლობაა სამეგრელოსა და იმერეთშიც. როგორც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის რეგიონის მასშტაბით, 149 სოფელია ჩაკეტილი, შესაბამისად, მუშაობს მძიმე ტექნიკა.

"დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ ქალაქის, ასევე, სოფლამდე მისასვლელ გზებს. ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის. არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.

 

დღის ამბები