ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
საია-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება მისი სურვილი იყო, როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც. ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, "კურიერთან" სატელეფონო საუბრისისას ისაუბრა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
"დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა. მას უგრძელდება კვების აღდგენითი კურსი, პროცესი მიმდინარეობს გართულების გარეშე. ასევე, ლაბორატორიული კვლევის შედეგები არის დამაკმაყოფილებელი. პაციენტი ითხოვს გაწერას. მისი ინიციატივით, ეწერება ხელწერილის საფუძველზე შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში," - აღნიშნა სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.