11 აგვისტო 2026,   10:32
ვრცლად
კახეთის რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა - ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით გადადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის დასაშვებია

კახეთის რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა. ამ ეტაპზე ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით გადადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის დასაშვებია. ასევე, მოძრაობა თავისუფალია მუნიციპალიტეტებს შორის ცენტრალურ მაგისტრალებზე. გაწმენდილია სოფლებს შორის მისასვლელი გზა. ყველა ქალაქში შეფერხების გარეშე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

"დღეის მდგომარეობით, მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგენილია სრულად. ასევე, გაწმენდილია გზები და მუნიციპალიტეტები ჩვეულ რეჟიმში ახორციელებენ ფუნქციონირებას. ასევე, ელექტროენერგიის შეფერხება აღმოიფხვრა და ყველა სოფელს ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება ელექტროენერგია.

რაც შეეხება ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზას, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები," - აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.

უამინდობა კახეთის რეგიონში ხუთის დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო უწყვეტ რეჟიმში იწმინდებოდა გზები.

დღის ამბები