თავდაცვის ძალების ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება მოსახლეობის ევაკუაცია სტიქიის ზონიდან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს.
მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო.
"პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან კონტაქტი ბურანების საშუალებით. ადგილზე მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო. ასე ჯგუფებად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, საკვების მიწოდებას და აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან თუ არის მომართვიანობა. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სოფლებში გადაადგილება და მივყვებით გუშინ გაწერილ გეგმას", - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
ავტორი: ლუკა ჩანგელია.