სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. იწმინდება და სუფთავდება სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ლანჩხუთში ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა, რომელიც მოსახლეობას გადაეცემა. სურსათის დარიგების პროცესში ჩართულია, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე თავდაცვის ძალები და გადაუდებელი სამსახურები. ამ დროისთვის ელეტროენერგია არ მიეწოდება 80 ოჯახს, ბუნებრივი აირი კი 5 აბონენტს, გაზიფიცირება დღეს დღის ბოლომდე აღდგება, "ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
"გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრამდე გაწმენდილია გზები, მიმდინარეობს შიდა ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დარჩენილია 80 აბონენტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომლებსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაგრძელდება ხვალ სამუშაოები, რათა ეს გამოწვევაც აღმოიფხვრას. ასევე აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტები დარიგება, რომლის მარაგიც სკამაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალტეტში. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა და გამოწვევა, როგორიც იქნება გზების მიმართულებით, ასევე საკვები პროდუქტებით თუ მედიკამენტების მიმართულებით, თავიდან ბოლომდე იქნება ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილებული“, - აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.