11 აგვისტო 2026,   03:44
ვრცლად
"გაწმენდილია ყველა სოფლის ცენტრალური გზა, გადავედით შიდა საუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებზე, ელექტროენერგია მიეწოდება ყველა სოფელს" - ჩოხატაური მერი

შიდა საუბნო გზების წმენდა დაწყებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება, რთული რელიეფის მქონე სურების მიმართულებას, აქ ამ დრომდე აქტიურად გრძელდება ცენტრალური გზის გასუფთავება. ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე სოფელში კვლავ შეზღუდულია.

პრობლემურ ზონებში მობილიზებულნი არიან „სოკარ ჯორჯია გაზის“ ტექნიკური ჯგუფები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შარაშიძის განცხადებით ჩოხატაურის ყველა სოფლის ცენტრალური გზა გაწმენდილია და ახლა შიდა საუბნო გზების გაწმენდაზეა პროცესი გადასული.

"გაწმენდილი გვაქვს უკლებლივ ყველა სოფლის ცენტრალური გზა და უკვე გადავედით შიდა საუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებზე. ელექტროენერგია უკლებლივ მიეწოდება ყველა სოფელს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, რამდენიმე სოფელში გვაქვს შეზღუდვა, მაგრამ "სოკარის" წარმომადგენლობა აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან მალე აღუდგეთ ბუნებრივი აირის მიწოდება", - განაცხადა დავით შარაშიძემ.

დღის ამბები