11 აგვისტო 2026,   08:17
ვრცლად
ვითარება აჭარაში - ხულოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების წმენდის სამუშაოები დასრულებულია

ვითარება აჭარაში - ხულოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების წმენდის სამუშაოები დასრულებულია, სამუშაოები სოფლების შიდა გზებზე მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების წმენდა გრძელდება დღვანისა და წყალსაყრის მიმართულებებით, ყველა სხვა ადმინისტრაციულ ცენტრთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ქედაში თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები იწმინდება, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში კი სოფლების შიდა გზებს წმენდენ.

დღის ამბები