5 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება. მხოლოდ გასულ წელს მხარდაჭერა 5 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.
განცხადებების მიღება 31 მაისამდე გაგრძელდება.
“პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე. განცხადებების მიღება დაიწყება 5 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 000-მდე სტუდენტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებზე“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კააძე.