16 წელი სცენაზე, ჰიტად ქცეული არაერთი ნაწარმოები და მსმენელის უპირობო სიყვარული - "დუეტი ჯორჯია" ფართო აუდიტორიასთან შესახვედრად ემზადება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დუეტი კონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.
დაუვიწყარი მუსიკალური ატმოსფეროს შექმნაში მომღერლებს ცნობილი შემსრულებლებიც დაეხმარებიან. მსმენელი მისთვის საყვარელი სიმღერების განახლებულ ვერსიებსაც მოისმენს.
მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის მეგობრობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება, თუმცა მთავარი მუსიკალური თავგადასავალი დიდ სცენაზე 2008 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მომღერლები ფართო აუდიტორიამ კონკურსი "ახალი ტალღის" საშუალებით გაიცნო და შეიყვარა.
ქალთა საერთაშორისო დღეს სიმბოლურად, ქალთა კამერული ორკესტრი დაუკრავს, რომელიც რეპერტუარს განსხვავებულ ჟღერადობასა და დინამიკას მატებს.
კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი კი დავით მაზანაშვილია.
მრავალფეროვანი მუსიკალური რეპერტუარი, ბევრი სიურპრიზი და სცენაზე გაჟღერებული - ძველი, მაგრამ კარგად ნაცნობი ჰიტები, "დუეტ ჯორჯიასთან" ერთად დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობა 8 მარტს შედგება.