11 აგვისტო 2026,   11:43
ვრცლად
კრივი რიჰზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა 29 პირი

უკრაინაში ომი გრძელდება. კრივი რიჰზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ჩამოიშალა მრავალსართულიანი კორპუსის რამდენიმე სართული. დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავებულია 29. მძიმეა 20-ის მდგომარეობა, მათ შორისაა მცირეწლოვანი ბავშვი.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. დნეპროპეტროვსკის ოლქის გარდა, თავდასხმის სამიზნეა სუმის ოლქი. რუსული დრონის აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი მოქალაქე. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, შეტევა ერთ-ერთ სასაწყობე ობიექტზე განხორციელდა, რა დროსაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საკუთარ ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის დაიწყეს მუშაობა. ზელენსკი დღეს ევროკავშირის რიგგარეშე სამიტსაც დაესწრება.

დღის ამბები