
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, სამ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.4 პროცენტით მეტია.
"აქედან, ექსპორტი 835.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 4.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 728.6 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-თებერვალში 1 893.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.1 პროცენტია", - აცხადებენ საქსტატში