13 მარტი 2025,   19:38
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ექვსი იდენტიფიცირებული პირისგან 5 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირია. ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

 

დღის ამბები
მეტი