
This is a modal window.
"ლარნაკი ყვავილებით" - ეს ნიდერლანდური სკოლის წარმომადგენლის, ჯაკობ ვეიერმანის მიერ შესრულებული ნახატია, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება. ნამუშევარი გასაბჭოებამდე საქართველოში ინახებოდა, რომელიც, გასული წლის ბოლოს, ბელგიიდან კულტურის სამინისტრომ დააბრუნა.
მხატვრულ-სტილისტური ნიშნებით გამორჩეული ნამუშევარი "ქრისტეს 4 მოციქული" უცნობმა ვენეციელმა მხატვარმა ზეთით პანელზე დახატა. მე-16 საუკუნეში შექმნილმა ნახატმა ხელოვნებათმცოდნეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დიდი ნაწილის აზრით "ქრისტეს 4 მოციქული", რომელზეც იოანე ნათლისმცემელი, წმ. იერონიმე, პეტრე და პავლეა გამოსახული, დიდი პანოს ორი ფრაგმენტია. ნამუშევარი, ოლდენბურგების კოლექციიდანაა, რომელიც 1921 წლამდე საქართველოში ინახებოდა.
ახალი ნამუშევრები, ტანისამოსი თუ ფერწერული ტილოები, რომლებიც ბოლო წლებში ხელოვნების სასახლის დიდ კოლექციას შეემატა, სხვადასხვა დარბაზში, მუდმივმოქმედი გამოფენის ფარგლებშია წარმოდგენილი.
ვეიერმანის "ლარნაკი ყვავილებით" უკვე გოთურ დარბაზშია გამოფენილი. საკონსერვაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამავე დარბაზში იქნება წარმოდგენილი "ქრისტეს 4 მოციქულიც". შესაბამისად, მათ ნახვას ყველა მსურველი შეძლებს.