
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 17 და 18 მარტს, 07:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ133-კმ149, (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.