20 მარტი 2025,   11:51
ვრცლად
უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეჩერებას მთელი მსოფლიო ელოდება - 30 დღიან ზავზე პუტინის საბოლოო პასუხი გარკვეულ პირობებს მოიცავს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სამხედრო მოქმედებების შეჩერებას ახლა მთელი მსოფლიო ელოდება - პირველი სიტყვა ერთთვიან მშვიდობაზე ჯიდაში ითქვა, სადაც მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

      უკრაინა 30 დღიან ზავს დათანხმდა - რუსეთის პრეზიდენტის პასუხს კი რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდნენ. კვირის მიწურულს კრემლის პრეს-სამსახურმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პუტინი კურსკის ოლქში სამეთაურო შტაბში შედის. არსებულ ვითარებაზე რუსეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და სწორედ აქ გასცა პასუხი შეკითხვასაც, რას ფიქრობს ფრონტზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

      პუტინი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ უპირობოდ არა. მან კურსკის ოლქში ათასობით უკრაინელ ჯარისკაცსაც მოუწოდა, რომ ტყვედ ჩაბარდნენ.

      ვლადიმერ პუტინის განცხადებებმა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს იმის მოლოდინი გაუჩინა, რომ კრემლი დროებით ზავზე უარის სათქმელად ემზადება. პუტინის პირობები კი უკრაინის პრეზიდენტისთვის მანიპულაციურია.

      ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოსკოვი უკვე დატოვა - სტივუიტკოფი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 13 საათი და 50 წუთი - ზუსტად ამდენი დრო გაატარა მან მოსკოვში. შეხვედრის დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. ვაშინგტონში დაბრუნებულმა სტივუიტკოფმა დონალდ ტრამპს პუტინთან შეხვედრის დეტალები გადასცა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკება ნაყოფიერად შეაფასა. ტრამპი, რომელიც მშვიდობის დასამყარებლად იბრძვის, პუტინის პასუხის მოლოდინშია. დაიმედებულია, რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ევროპის კონტინენტზე 30 დღიან მშვიდობას დათანხმდება.
      ორი კვირით ადრე თეთრ სახლში მწვავე კამათისას, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიუთითა, რომ მშვიდობისთვის მზად არ იყო. რამდენიმე დღეში ამერიკამ უკრაინას სადაზვერვო და სამხედრო დახმარებაც შეუწყვიტა, რაც მხოლოდ საუდის არაბეთის მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა.

      აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ არც დამანგრეველი ფინანსური ზომები გამორიცხა, თუკი მოსკოვი უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს.

      რა პირობები გადასცა მოსკოვმა ვაშინგტონს? სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პირობებს შორის არის ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის უარის აუცილებლობა, საერთაშორისო ჯარების განლაგების დაუშვებლობა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, პუტინის ბრძანებით რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებულ ყირიმსა და ოთხ უკრაინულ ოლქში. უფრო ადრე Washington Post-ი წერდა, რომ კრემლი ითხოვდა, კიევის ხელისუფლების ცვლილებასა და არარეალურად მიიჩნევდა კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობას 2026 წლამდე.

      სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგს ელოდება ევროპაც, რომელიც პროცესს აკვირდება. "დიდი შვიდეულის" წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის მხარდამჭერი, ერთობლივი დეკლარაციაც გამოაქვეყნეს. ტექსტში წერია, რომ ქვეყნებმა მოიწონეს უკრაინის მზადყოფნა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაც გაეროს ქარტიის შესაბამისად აუცილებელი ნაბიჯია მშვიდობის მისაღწევად. ევროპას მოსკოვის არ სჯერა.

      ევროპელი ლიდერები ომის დასრულების საკუთარ გეგმაზე მუშაობენ. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტი თითქმის დასრულებულია და იგი შეერთებულ შტატებს წარედგინება. მაკრონი ამბობს იმასაც, რომ პუტინი საბრძოლო მოქმედებებს აძლიერებს, ყველაფრის მოპოვება სურს და მხოლოდ მერე, მოლაპარაკებების წარმოება.

      გასულ კვირას დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ესტუმრა ნატოს გენერალური მდივანი. მარკ რუტემ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ მან „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. ასევე პასუხობს შეკითხვას, ომის დასრულების შემთხვევაში ექნებათ თუ არა ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი.

      ევროპის კონტინენტზე, სანამ ტყვიებს მშვიდობა ჩაანაცვლებს, ადამიანები რუსულ ბომბებს უკრაინაში ამ დრომდე ეწირებიან.

      საომარი მოქმედებები ფრონტზე ამ დრომდე მიმდინარეობს. განადგურებულა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

      დღის ამბები
      მეტი