18 მარტი 2025,   00:52
ვრცლად
ქვეყანაში გრიპის შემთხვევები მცირდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ქვეყანაში გრიპის შემთხვევები მცირდება. ექიმების ინფორმაციით, პიკი გადავლილია. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85 პროცენტი იყო, ახლა ის 79 პროცენტამდე შემცირდა.

      მისივე თქმით, სეზონის დასაწყისში თუ A ტიპის ვირუსი იყო მეტად გავრცელებული, ახლა B ტიპის ვირუსი სჭარბობს. მიმართვიანობა მაინც მაღალი რჩება პედიატრიულ კლინიკებში.

      "თებერვლის მეორე ნახევარი იყო პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტად აქტიური იყო ვირუსული ინფექციები, ეს მაჩვენებელი 400-ს უახლოვდებოდა. ახლანდელი მაჩვენებელი ანუ თებერვლის მე-7 კვირიდან, ყოველ კვირას მცირდება ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა და უკვე 200-ის ფარგლებშია, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადასულია და ეს პიკი წელს თებერვლის მეორე ნახევარზე მოვიდა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.