
This is a modal window.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დროებითი დაკავების იზოლატორში უფლებადამცველმა მოინახულა. ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენა ოფიციალურად დღეს მოხდება. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული გელა უძილაურია.
პოლიციამ ჯანგველაძის სავარაუდო მკვლელი იმ დროს დააკავა, როდესაც ის ქუჩაში გადაადგილდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 50 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიების ინფრომაციით, მან 15 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და ადგილზე მოკლა. დაიჭრა კიდევ ერთი პირი.
"გამოძიება რა მუხლითაც არის დაწყებული, ის ინფორმაცია გვაქვს, 108-ე მუხლი - რაც არის განზრახ მკვლელობა და ამასთანავე 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება არის. როდესაც გადმომცემენ საქმის მასალებს და გავეცნობი საქმეს უფრო დეტალურად შემეძლება კომუნიკაცია. ამასთანავე, ჩემი დასაცავის პოზიციიდან გამომდინარე, დუმილის უფლებას იყენებს", - აცხადებს ადვოკატი მარიამ ტაბატაძე.