
"ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ვარშალომიძე დააკავეს.
"ჩვენი ინფორმაციით ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან,"- აცხადებს ბეჯაშვილი.