
აშშ-ში, ტეხასის შტატში ცნობილ რეპერ Sauce Walka დაჭრეს, მისი თანმხლები პირი კი მოკლეს. dailymail-ის ინფორმაციით, ამჟამად რეპერი საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიის ცნობით, რეპერს მემფისში, Westin-ის სასტუმროსთან, ავტომობილიდან ესროლეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ.
ვარაუდობენ, რომ თავდასხმის სამიზნე არა რეპერი, არამედ მისი თანმხლები პირი იყო, რომლის ვინაობა ჯერ არ გასაჯაროებულა. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილი იდენტიფიცირებულია და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.