
"თუ გვსურს, შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, სადაც მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მაშინ უბრალოდ ვერ შევეგუებით იმას, რომ აგრესორმა, მიიღოს კანონიერი უფლება მის მიერ ოკუპირებულ მიწებზე", - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა საუდის არაბეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმდენად მოულოდნელი ნაბიჯები იხილა, რომ ამ სიტუაციაში მათი მიდგომების წინასწარ განსაზღვრა სულ უფრო რთული ხდება.
"უკრაინაში არსებული მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია. თუ გვსურს, შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, სადაც მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მაშინ უბრალოდ ვერ შევეგუებით იმას, რომ აგრესორმა მიიღოს კანონიერი უფლება მის მიერ ოკუპირებულ მიწებზე. დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ სხვა გამოსავალი, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გარდა. საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დროებითობა, შეუძლია თუ არა აშშ-ს აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად. ძალიან რთულია წინასწარ განვსაზღვროთ, როგორი იქნება შეერთებული შტატების მიდგომა. უკვე ნახეთ მათგან იმდენად მოულოდნელი ნაბიჯები, რომ ამის განსაზღვრა სულ უფრო და უფრო რთული ხდება", - განაცხადა პეტრ პაველმა.