
"ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება ოპოზიციამ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, უკავშირდება იმას, რომ ოთხ ოქტომბერს გამოჩნდება, ვის რა ძალა და მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიან", - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გარე მითითების შესაბამისად მიიღებს.
"ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის სხვა ნაწილი აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" ვეძახით, დაელოდება გარედან მითითებებს.
როგორც წესი, წარმატება იზომება კენჭისყრის დღეს - არჩევნებზე და ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ დასრულდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგი. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება ოპოზიციამ არ მიღოს არჩევნებში მონაწილეობა, უკავშირდება იმას, რომ ოთხ ოქტომბერს გამოჩნდება, ვის რა ძალა და მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიან", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.