
არაერთი ნიჭიერი მონაწილე, დაუვიწყარი გამოსვლა, ემოციური ისტორია და შთამაგონებელი შესრულება - ყველაზე სახალხო მეგა შოუ - "ნიჭიერი" ახალ ეტაპს იწყებს. 25 მარტს, "რუსთავის 2-ის" პირდაპირ ეთერში მეთერთმეტე სეზონის პირველი ნახევარფინალია.
მაყურებელი ნახავს იმას, რაც აქამდე არ უნახავს.
ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუს პირველი ნახევარფინალი შთამბეჭდავი, ექსპრესიული და ემოციური ნომრებით გამოირჩევა.
დასკვნით ეტაპამდე სულ სამი ნახევარფინალია, თითოეულში 10 კონკურსანტი მონაწილეობს, შოუს ხვალინდელ ნაწილში მაყურებლის აქტიურობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ სამი კონკურსანტი მიიღებს საგზურს ფინალისთვის. ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება, რადგან პირველ ფინალისტს სწორედ მაყურებელი ირჩევს.
პირველ ნახევარფინალისტებს შორის ორი ოქროს ღილაკის მფლობელია, რაც სანახაობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ვინ მოხვდება ყველაზე სახალხო მეგა შოუს ფინალში და ვინ იბრძოლებს ქვეყნის მთავარი ნიჭიერის ტიტულისთვის - ეს სამშაბათს, 25 მარტს, "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გაირკვევა.