27 მარტი 2025,   05:21
ვრცლად
რამდენიმე საათიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები ერ-რიადში - არის თუ არა წინსვლა და რა კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი, სასტუმრო Ritz-Carlton - სწორედ აქ გაიმართა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. ცეცხლის შეწყვეტა, ხელს მარცვლეულის უსაფრთხოდ გადატანას და გემების თავისუფლად მიმოსვლას შეუწყობს. მოლაპარაკებების პროცესში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა.

      შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარი მხარეებმა ამერიკა-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ დაიწყეს. აუდიენცია იგივე ტერიტორიაზე, 23 მარტს გაიმართა. მოლაპარაკებების წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად "ტექნიკური ხასიათის" შეხვედრები მიმდინარებს, რომელშიც მონაწილეობას ექსპერტები, სამხედროები, დიპლომატები და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

      პირველი სამშვიდობო მოლაპარაკება აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის, საუდის არაბეთში 18 თებერვალს გაიმართა. თითქმის ერთ თვეში მოლაპარაკება, შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებმაც გამართეს. ამ შეხვედრის შედეგად დათანხმდა კიევი ვაშინგტონის წინადადებას, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. დროებითი ზავი ზეპირი განცხადების დონეზე მისაღები აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ომში მყოფი ქვეყნები, შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, შუამავლები კმაყოფილები არიან.

      კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს დაურეკა და უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლაში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა. ოფიციალური წყაროს ცნობით, პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას, უკრაინის საკითხზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებიც განიხილეს. ამ მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ 65 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები დაშავდნენ. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები და სკოლა.