27 მარტი 2025,   05:50
ვრცლად
ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება - პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დედა-შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შეძენა-შენახვისთვის დააკავა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სასტუმროს ნომრიდან დედა-შვილი პოლიციამ ხელბორკილებით გამოიყვანა. განსაკუთრებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვისთვის, უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.

      დაკავების ღონისძიება თბილისში ჩატარდა. "კურიერის" ინფორმაციით, იანა და ევა ბროვენკოებმა, გვაზაურის ქუჩაზე, საოჯახო ტიპის სასტუმროში ოთახი იქირავეს. მეპატრონეს უთხრეს, რომ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ. მეორე დღეს კი მათთან სამართალდამცველები, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.

      ოთახში, სადაც დედა-შვილი ცხოვრობდა, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი იპოვა. ამოღებულია "მეტადონი" და "ალფა პევეპე," საქმეში მტკიცებულებად ელექტრო-სასწორებიც დევს.

      "კურიერის" ინფორმაციით, 40 წლის იანა ბროვენკო და 20 წლის ევა ბროვენკო საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ. დღეს მათ საქმეზე სასამართლომ იმსჯელა. მოსამართლემ ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.

      ბროვენკოებმა სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენეს. ადვოკატებმა, გათავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლოს 2 000-ლარიანი გირაო შესთავაზეს.

      ნარკოდანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, გამოძიება ახლა იმის დადგენას ცდილობს, რა გზით მოიპოვეს უკრაინის მოქალაქეებმა ნარკოტიკი და იკვეთება თუ არა სხვა პირების დანაშაულიც. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

      იანა და ევა ბროვენკოებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.