
This is a modal window.
ღაზაში ისრაელი სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. გასულ ღამეს "ცაჰალის" იერიშებს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ალ ჯაზირას" რეპორტიორი.
საჰაერო განგაში იყო ისრაელის ტერიტორიაზე. სამხედროების განცხადებით, მათ ისრაელის თავზე რაკეტა გაანადგურეს, რომელიც იემენიდან იყო გაშვებული.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებული სასიკვდილო დარტყმებისა და ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადის გამო, გაერო კონფლიქტის ზონაში საკუთარი პერსონალის რიცხვს ამცირებს.
ანტონიო გუტიერეშმა მიიღო რთული გადაწყვეტილება ღაზის სექტორში პერსონალის შემცირების შესახებ - განაცხადა გუტიერეშის სპიკერმა.