
თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის პროცესი გაიმართა. ბრალდებული, რომელსაც დღეს საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, სხდომას არ დაესწრო.
დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგა. ბექა ჯაიანის ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელის, თავისუფლების 10 წლით აღკვეთის გამოყენებას ითხოვს, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება.
მომდევნო პროცესზე მოსამართლე უკვე განაჩენს გამოაცხადებს.
ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.