30 მარტი 2025,   23:27
ვრცლად
"მივიღეთ ბრძანება, დროზე შედით ცხინვალშიო... თითქმის შუაგულამდე გავედით... დავურეკე გენშტაბის უფროსს, ვუთხარი, თუ არ მომეხმარებით, ტყვია-წამალი გამომელევა, დიდი ხანი ვერ გავძლებ... არანაირი დახმარება არ ჩანდა" - მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს. კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს და შეკითხვები დაუსვეს ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს, შალვა ჯანაშვილს. სხდომაზე დეტალურად გაიხსენეს აგვისტოს ომის ქრონოლოგია და მოვლენები.

      კომისიის წევრებმა შალვა ჯანაშვილს მის საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაუსვეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, შალვა ჯანაშვილის ჩვენებები სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა ქოიავასა ჩვენებებს თითქმის მთლიანად დაემთხვა. ერთადერთი განსხვავება იყო ის, რომ ლაშა ქოიავა ადასტურებს მის ყოფნას 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებულ თათბირზე, თუმცა, დღეს ეს შალვა ჯანაშვილმა უარყო. მან თქვა, რომ ის იმყოფებოდა შვებულებაში, თურქეთში და, ჩამოსვლის დროს, მიიღო სპეციალური დავალება, სადაც პირველად გამოცხადდა კარალეთში სპეციალურად ჩატარებულ თათბირზე. ამის შემდეგ მან მიიღო დავალება, რომ გადასულიყო ცხინვალის დასავლეთით, თუმცა, ტექნიკის გაუმართაობის გამო, ადგილამდე ვერ მივიდა. ამის შემდეგ ისინი გადადიან ზემო ნიქოზში, სადაც ხდება პირველი დაბომბვა, შავდება დაახლოებით 9 ადამიანი და სწორედ ამ დროს ისმის სატელეფონო ზარი ვანო მერაბიშვილისგან, რომელიც პირდაპირ ეუბნება, რომ ისინი უნდა შევიდნენ ცხინვალში და ამისთვის უნდა დაიწყონ მომზადება. ამ დროს შალვა ჯანაშვილი ურეკავს გენშტაბის ყოფილ უფროსს, ზაზა გოგავას, რომელსაც აფრთხილებს ტყვია-წამლის ნაკლებობასთან დაკავშირებით, თუმცა დახმარება ამ მიმართულებით არ ჩანდა.

      "მივიღეთ ბრძანება, დროზე შედით ქალაქშიო... თითქმის შუაგულამდე გავედით. ერთი ტანკი დაგვიწვეს, რის შემდეგაც დავურეკე გენშტაბის უფროსს და ვუთხარი, რომ მარტო ვარ ქალაქში, დიდი ხანი ვერ გავძლებ, ტყვია-წამალი გამომელევა და მომიწევს უკან დახევა, თუ არ მომეხმარებით... არანაირი დახმარება არ ჩანდა, მარტო ვიყავით ქალაქში. მერე გადაწყვიტეს, რომ ჩვენი პოზიციები თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებისთვის უნდა გადაგვეცა, რადგან მათ უკეთესი კოორდინაცია ჰქონდათ. 9-ში ეს მოქმედებები ჩატარდა", - განაცხადა ჯანაშვილმა.

       

      დღის ამბები
      მეტი