31 მარტი 2025,   17:03
ვრცლად
ვინ იძლეოდა ომში ბრძანებებს - პოლიტიკური ელიტა თუ სამხედროები - სპეციალური საგამოძიებო კომისია 4 საათის განმავლობაში, 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსს, ზაზა გოგავას უსმენდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      7 აგვისტო, 23 საათი და 45 წუთი - გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა ბრძანება ტელეფონით, ყოფილი პრეზიდენტისგან მიიღო. გენერალი გოგავა ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროში, მინისტრ კეზერაშვილთან რამდენიმე საათით ადრე, გაფართოებულ თათბირზე მიღებული გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის ზარმა შეცვალა. გენშტაბის უფროსი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს, მთავარსარდლის შემდეგ პირველი იყო ვინც ბრძანებებს გასცემდა, 2008 წლის ომის დროს მიღებულ სამხედრო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას თავად იღებს. აღიარებს, რომ კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება მან გასცა, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება ვერ შეძლო.

      ომიდან 17 წლის შემდეგ, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, საგამოძიებო კომისიასთან პირველად სისტემურ ხარვეზებზეც ისაუბრა. თქვა, რომ შეიარაღებული ძალების განლაგებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ პირდაპირ ეთერში გადაცემულმა ტაქტიკურმა ინფორმაციამ, ქართულ მხარეს კატასტროფული შედეგები მოუტანა. გენერალ გოგავას თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ქართველი სამხედროები არიან დადანაშაულებული.

      გენერალ გოგავას დავალებით, 8 აგვისტოს, ცხინვალში შესვლის ბრძანება, ვანო მერაბიშვილისგან მიიღო მისმა მოადგილემ. შალვა ჯანაშვილი, საგამოძიებო კომისიამ დღეს პირველად გამოკითხა. შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ დაადასტურა, რომ საომარ მოქმედებებს შსს და თავდაცვის ძალები ერთობლივად ახორციელებდნენ.ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ცხინვალი უწყების სპეცდანიშნულების რაზმმა 9 აგვისტოს დატოვა და პოზიციები თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებს გადააბარა. კომისიას მერაბიშვილის მოადგილესთან შეკითხვები 7 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც ჰქონდა.

      თავდაცვის სამინისტროში გამართული გაფართოებული შეხვედრა კომისიასთან დეტალურად გაიხსენა, სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ლაშა ქოიავამ თქვა, რომ უწყებაში სამხედროების თათბირს დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდნენ. მოწმემ საგამოძიებო კომისიასთან დაადასტურა ისიც, რომ 2008 წლის თებერვალში, მანაც იცოდა, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა გაზაფხულზე დაწყებულიყო, ამისთვის კი საველე ჰოსპიტალიც უნდა მომზადებულიყო.

      მე-6 სხდომაზე, საგამოძიებო კომისიამ 3 ყოფილი თანამდებობის პირი გამოკითხა. კომისია იკვლევდა - არსებობდა თუ არა, სამხედრო დაპირისპირების წინაპირობა და როგორ ვითარდებოდა ომის დროს მოვლენები.

      დღის ამბები
      მეტი