01 აპრილი 2025,   08:14
ვრცლად
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იწყება - ვინ უპასუხებს დღეს კომისიის შეკითხვებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იწყება. განიხილავენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და შეიძლებოდა თუ არა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება.

      საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს ოთხი პირი უპასუხებს. პირველი, ვისი მოსმენაც კომისიის ფარგლებში დაიწყება, მამუკა ყურაშვილია. ის უკვე ემზადება დეპუტატებთან შესახვედრად და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

      მათთან ერთად, გამოკითხვაზე კიდევ სამი პირია დაბარებული, მათ შორის ირაკლი ბათიაშვილი, გიოა ვოლსკი და გიორგი ხაინდრავა. დღეს, საგამოძიებო კომისიის ინტერესი იქნება ის, თუ როგორ წარიმართა ომი, რა ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაისმება ყველა კითხვა, რომელიც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს.