01 აპრილი 2025,   06:33
ვრცლად
"დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს, ფაქტობრივად, მითვისებული აქვთ ოპოზიციური ველი და დაკავებული არიან ერთადერთი საკითხით - როგორ ავნონ ამ სახელმწიფოს" - პაატა სალია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა.  

      მმართველი პარტიის ინიციატივა, რომელზეც დღის ბოლოს უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა, დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ უკვე ინიცირებულია კანონპროექტიც, რომელიც მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება.

      პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, პაატა სალია აცხადებს, რომ  ე.წ. დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს მითვისებული აქვთ ოპოზიციური ველი და დაკავებული არიან ერთადერთი საკითხით - ავნონ სახელმწიფოს. 

      "ეს არის დემოკრატიული პროცესი, რადგან ხორციელდება დემოკრატიის ფარგლებში. მეტსაც გეტყვით, ის პროცესი, რომელსაც ახორციელებენ ე.წ. დესტრუქციული ოპოზიციური ძალები, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ჩამოყალიბებას. მათ, ფაქტობრივად, მითვისებული აქვთ ოპოზიციური ველი და ერთადერთი საკითხით არიან დაკავებული - როგორ ავნონ ამ სახელმწიფოს, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმისთვის, რომ შემდგომ სხვა უფრო დიდი ქვეყნების და დიდი ინტერესების შემსრულებელი იყვნენ.

      ერთია, რასაც თქვენ ხედავთ სხდომის მიმდინარეობისას, მეორეა რასაც ჩვენ ვსწავლობთ პარალელურად. აქ არ არის მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხები, აქ არის სხვა საკითხებიც. წინა ხელისუფლების მიერ ხდებოდა დანაშაულებრივი მოქმედებები, როგორც ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, ომშიც და სხვაგანაც. შესაბამისად, ამგვარი შეფასების საფუძველი არსებობს. შევისწავლით ყველაფერს, ყველა მოვლენას, რასაც ადგილიც ჰქონდა 2012 წლის შემდგომაც. ვინ არიან სატელიტები და ა.შ. ეს უკვე გამოჩნდება შემდგომ ეტაპზე, ამას უკვე საკონსტიტუციო სასამართლო შეისწავლის და მიიღებს გადაწყვეტილებას", - აცხადებს პაატა სალია.

      პარალელურად, ფართოვდება კომისიის მანდატი, რომელიც 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეისწავლის. უმრავლესობა ამბობს, რომ მიზანი ქვეყნის გარედან მართული ძალებისგან დაცვაა, ამ ნაბიჯის გარეშე კი ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია ვერ გაჩნდება.

       

       

      დღის ამბები
      მეტი