01 აპრილი 2025,   05:07
ვრცლად
რა მოვლენები უძღოდა აგვისტოს ომს - დროებითი საგამოძიებო კომისია მამუკა ყურაშვილს უსმენს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მესამე დღეა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს განიხილავენ, შეიძლებოდა თუ არა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება და რა ნაბიჯები გადადგა მაშინდელმა ხელისუფლებამ.

      ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მაშინდელი სამხედრო მაღალჩინოსნების შემდეგ, დღეს კომისიის წინაშე გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი და გიორგი ვოლსკი წარდგებიან.

      მანამდე, გრძელდება მამუკა ყურაშვილის მოსმენა, რომელიც გუშინ ვერ მოესწრო. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების ყოფილი უფროსი შეკითხვებს პასუხობს. სხდომაზე რამდენჯერმე იყო კამათი თეა წულუკიანს, სოზარ სუბარსა და მამუკა ყურაშვილს შორის.

      მამუკა ყურაშვილმა პირველი აგვისტოდან ექვს აგვისტოს ჩათვლით მიმდინარე დაძაბული ურთიერთობა და ის შემთხვევები გაიხსენა, თუ რა უძღოდა ომის დაწყებას წინ.

      "იყო პერიოდული სროლები, ძალიან დიდი სროლები იყო ხეთაგუროვოდან, ეს იყო ისტორიული გზა ნიქოზიდან, რომელიც იცხრილებოდა. იყო პატარა ლიახვის ხეობაში, ეს უკვე ორი აგვისტოა, ფრისიდან სროლები დაიწყო, ჩავედი ეს ვითარება დამხვდა. ვცდილობდი უშუალო კომუნიკაციას, ძალიან ხშირი კომუნიკაცია მქონდა გენერალ კულახმეტოვთან შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტას ვაღწევდით.

      მერე უკვე, სამ რიცხვში, "სარაბუკის" საგუშაგოზე გაიხსნა ცეცხლი, რაზეც თვითონ რუსული და ოსური მხარე აწერს ამ მონიტორინგის დასკვნას ხელს და არის მასალებში. 125 მილიმეტრი და 85 მილიმეტრზე მაღალ კატეგორიად იკრძალებოდა.

      4 რიცხვში გაგრძელდა გააფთრებული შეტევა, ნიქოზში უკვე სახლები იწვის, კატასტროფული მდგომარეობაა, მიჭირს უკვე ამ ყველაფრის გაჩერება. აქედან გამომდინარე, ქართული მხარემ იღებს გადაწყვეტილებას და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს სთხოვს, რომ გაემართონ კონფლიქტის ზონის მიმართულებით, რომ დაამტკიცოს თავის სიმართლე - ეს არის ხუთი აგვისტო.

      ოსების მოთხოვნა იყო, მოგვხედოს ვინმემო, ქართველები გვასწორებენ მიწასთან, აქ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიემართათ დიპლომატიური კორპუსისთვის, თუ შეიძლება ჩამობრძანდითო. არაფერი სანახავი არ ჰქონდათ იქ და არ შეუშვეს [დიპლომატები კონფლიქტის ზონაში], გამოაბრუნეს. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის ელჩიც იქ იყო.

      ჩამობრძანებულები რადგან იყვნენ, არ გავუშვით ეს შესაძლებლობა ხელიდან და ავიყვანეთ ნიქოზში, ვანახეთ დამწვარი სახურავები, სადაც სრულ კალიბრიანი [იარაღი იყო გამოყენებული], უკვე კალიბრი იზრდებოდა, გადამწვარი იყო სახლები, მერე ავნევნი, ნულში, ანალოგიური ვითარება გვხვდება. ბოლომდე ვერ ვასრულებთ [სოფლების ნახვას ელჩებისთვის] იმიტომ, რომ რუსეთს ელჩი უარს მეუბნება. რუსეთის ელჩს ვთხოვ ნიქოზში ამომყვეს სასაფლაოზე, სადაც ნივთმტკიცებულება არის. ძალიან ბევრი ელჩი იყო, რომელმაც არ დაიზარა, ამოვიდა.

      ჩემთვის მორე ამოსუნთქვა იყო, ელჩები რომ ნახავდნენ ამ ყველაფერს, ბრიუსელში იგზავნებოდა, ამაზე რეაგირებები ხდებოდა. როგორც ჩანს, საქმიდან გამომდინარე, უკურეაგირება მოყვა იმიტომ, რომ გააფთრებული სროლა გაიზარდა.

      შემდეგ დგება ექვსი აგვისტო და გვყავს ორი დაღუპული. სროლების შედეგად, მათ შორის მსხვილკალიბრიანი ჭურვების აფეთქების შედეგად, ერთი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაჭრილია, რომელსაც დროზე ვერ აღმოვუჩენთ სამედიცინო დახმარებას იმიტომ, რომ სროლები არის, ნიქოზი-ავნევის დამაკავშირებელ ისტორიულ გზაზე, ერთადერთი გზა იყო ამ სოფლებში ჩასასვლელად. მარტო სამშვიდობოებს შეეძლოთ ამის უზრუნველყოფა.

      მაშინ უკვე ვიგრძენი, როცა სამძიმარი არ მითხრა კულახმეტოვმა, გვქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ სამძიმარი ეთქვა ჩემთვის, არც მომისამძიმრა და არც საშუალება მომცა, დროულად აღმომეჩინა დახმარება დაჭრილისთვის, რომ გადამერჩინა. ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ მე შეშფოთება გამოვთქვა და სხვა კუთხით დავინახო ეს ყველაფერი, რომ უკვე მარტო ვარ", - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

       

      დღის ამბები
      მეტი