01 აპრილი 2025,   04:18
ვრცლად
"დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება და ეს აქტი არავის გაახსენდება" - პაატა სალია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას თბილისში აფასებენ. საუბარია ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის მიერ "მეგობარი" აქტის მიღებაზე.

      პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, პაატა სალია აცხადებს, რომ კომიტეტზე "მეგობარ აქტთან" ერთად, განიხილეს ასევე ათამდე სხვადასხვა კანონპროექტი და კომიტეტზე მისი დეტალური განხილვა არ მომხდარა. მისი თქმით, დოკუმენტი რომ ძალაში შევიდეს, მრავალთვიანი პროცესია და ამ პერიოდის განმავლობაში, პაატა სალია დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.  

      "საყურადღებოა, გავითვალისწინოთ ის პროცესი, რასაც საკანონმდებლო პროცესი ჰქვია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც როგორ იყო მიღებული ეს აქტი, რა ეტაპზეა ამ აქტის მიღება. ეს იყო საკომიტეტო მოსმენაზე. საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო ეს აქტი, როგორც ჩემთვის ცნობილია, 10 სხვა კანონპროექტთან ერთობლიობაში. არ ყოფილა მისი დეტალური განხილვა ამ კომიტეტზე. ერთ-ერთ კომიტეტზე მხარდაჭერილმა აქტმა უნდა გაიაროს ასევე სხვა კომიტეტები, უნდა გაიაროს სენატი, კონგრესი და ბატონი ტრამპის ხელმოწერაც. მრავალთვიანი პროცესია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოხდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა და ეს აქტი არავის გაახსენდება," - აცხადებს პაატა სალია.

      ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებული "მეგობარი აქტი" ითვალისწინებს სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. დოკუმენტი რომ ძალაში შევიდეს, ის ჯერ კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ორივე პალატამ - როგორც სენატმა, ასევე წარმომადგენელთა პალატამ. 

       

      დღის ამბები
      მეტი