
This is a modal window.
პუტინი ამბობს, რომ, გაეროს, ევროპის, ამერიკის და რუსეთის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, შესაძლებელია უკრაინაში დროებითი მთავრობა დაინიშნოს, რომელიც ახალ არჩევნებს ჩაატარებს.
კრემლის ლიდერმა ტრამპზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტს გულწრფელად სურს კონფლიქტის დასრულება.
"შესაძლებელი იქნებოდა გაეროს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნებთან და, ბუნებრივია, ჩვენს პარტნიორებთან განგვეხილა უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობა. ეს იმისთვის, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ქმედითუნარიანი მთავრობა, რომელიც ხალხის ნდობას დაიმსახურებს, შემდეგ კი მათთან დავიწყოთ მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.