01 აპრილი 2025,   03:17
ვრცლად
"ერთხმად გადაწყვიტეთ, რომ ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის დრო" - ემანუელ მაკრონი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ერთხმად გადაწყვიტეთ, რომ ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის დრო", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა. პარიზში "მსურველთა კოალიციის სამიტზე" ლიდერებმა ომის დასრულების საკითხი განიხილეს.

      მაკრონმა თქვა, რომ განიხილეს უკრაინაში "მხარდამჭერი ჯარის" განთავსების შესაძლებლობა, თუმცა არა საბრძოლო ხაზზე, არამედ უკრაინის შიდა ტერიტორიაზე "სტრატეგიულ რაიონებში".

      "გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის არმიის მხარდაჭერას. ეს აუცილებელია, რათა მშვიდობის საუკეთესოს პირობები მოვამზადოთ. ერთხმად გადაწყვიტეთ, რომ ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის დრო. სანქციები არ მოიხსნება, სანამ მშვიდობა არ დამყარდება. ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებას, განსაკუთრებით ჩრდილოვან ფლოტზე და ზოგიერთ ინდუსტრიულ შესაძლებლობებზე. სამშვიდობო ძალები საფრანგეთის და ბრიტანეთის წინადადებაა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეათანხმეს. აღნიშნული შეთანხმებულია რამდენიმე წევრ ქვეყანასთან. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკრაინაში და მომდევნო კვირებში წყდება ევროპელების გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხი," - აცხადებს ემანუელ მაკრონი.

      დღის ამბები
      მეტი