01 აპრილი 2025,   02:48
ვრცლად
"რუსეთი აჭიანურებს მოლაპარაკებებს, ცდილობს, შეერთებული შტატები ჩაითრიოს გაუთავებელ, უშინაარსო დისკუსიაში ყალბი პირობების შესახებ, რათა დრო მოიგონ და მეტი მიწა დაიპყრონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "პუტინს ომი უნდა. რა უნდა ილაპარაკო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ადამიანმა, რომელსაც ომი უნდა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც დადუმდება და მის ყველა ნარატივს გადაყლაპავს," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. 

      ზელენსკის განცხადებით, პუტინი უკრაინაზე ახალ შეტევას ამზადებს და, დროის მოგების მიზნით, მოლაპარაკებებს აჭიანურებს. 

      "პუტინს ომი უნდა, რა უნდა ილაპარაკო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ადამიანმა, რომელსაც ომი უნდა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც დადუმდება და მის ყველა ნარატივს გადაყლაპავს. ჩემთვის არ არის საინტერესო მისი წვეულებები ყირიმში და მისი წითელი ხიზილალა, იქნებ ამით მსოფლიოში ჯერ კიდევ ვინმეს აკვირვებს, თუმცა ჩემთვის ისინი დინოზავრები არიან, მათ უბრალოდ ჩვენი გადაყლაპვა უნდათ, ჩვენ კი უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის. რუსეთი აჭიანურებს მოლაპარაკებებს, ცდილობს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრიოს გაუთავებელ, უშინაარსო დისკუსიაში ყალბი პირობების შესახებ, რათა მოიგონ დრო და შემდეგ კიდევ მეტი მიწა დაიპყრონ", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

      დღის ამბები
      მეტი