
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებენ თუ არა.
"ჩვენ კი არა, ქვეყანა გააუქმეს. საქართველოს გიუქმებენ, სუვერენიტეტს გიუქმებენ. რაში მაინტერესებს, თქვენ გგონიათ, რომ მაგაზე ვფიქრობ დამიბარებენ თუ არა?! რა იქნება? არაფერი, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისია სამართლიანობის ან სიმართლის დასადგენად არ შექმნილა.
"კომისია არალეგიტიმურ პარლამენტში, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნათელია, რომ არ არის სამართლიანობის ან სიმართლის დადგენისთვის. შეუძლიათ გააგრძელონ მუქარები, თუმცა დაელოდონ ჩვენს პასუხებს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები და ყოველთვის ვიდექით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ამას უნარი და განხორციელება სჭირდება, დაველოდებით რამდენად აღმოაჩნდებათ იმის უნარი, რადგან წინააღმდეგობას აუცილებლად გავუწევთ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.