
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, "იმ უსამშობლოთა გაერთიანებამ და რეალურად აგენტურულმა ქსელმა - რეჟიმმა, რომელიც 2012 წლამდე მოქმედებდა", 2012 წლის შემდეგ, უკვე ოპოზიციისა და დემოკრატიის მანტია მოირგო.
მისი განმარტებით, თითოეული ადამიანი და პარტია, რომელსაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჰქონდა კავშირი, "იმ დედაპარტიის სულისკვეთების გამგრძელებელია, რომელიც იყო იმ რეჟიმის დროს, 2012 წლამდე".
"ეს უსამშობლოთა გაერთიანება და რეალურად აგენტურული ქსელი, ის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე მოქმედებდა, უკვე ოპოზიციისა და დემოკრატიის მანტიით გააგრძელეს 2012 წლის შემდეგ, უკვე ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. თუ როგორ გააგრძელეს 2012 წლის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა, ეს განსაკუთრებით მძაფრად და თვალსაჩინოდ, გამოჩნდა 2022 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო ის დამანგრეველი ომი ევროპის შუაგულში. რაც შეიძლება იმას, ვინ შეიძლება მივიჩნიოთ სატელიტ პარტიებად, ესეც ნათელია და მე ნუ ჩამომათვლევინებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. დამერწმუნეთ, რამდენიმე ფერი, რომელიც გადაბრენდეს და დედაპარტიის შვილობილები არიან, თითოეული ის პირი, რომელიც კავშირში იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან", იმ დედაპარტიის სულისკვეთების გამგრძელებელია, რაც იყო იმ რეჟიმის დროს, 2012 წლამდე", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.