01 აპრილი 2025,   02:05
ვრცლად
"შეგვიძლია, ამ აქტს ცალსახად ვუწოდოთ მტრული აქტი, ამაში ორი აზრი არ არის" - ლევან მაჭავარიანი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას თბილისში აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს მიმართ მტრული აქტის მიღება არაერთ კითხვას აჩენს, რომელსაც მკაფიო პასუხები სჭირდება.

      ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ე.წ. დიფ სთეითის გავლენები არათუ შესუსტებულია, არამედ აგენტურა ღია ქმედებებს განაგრძობს.

      პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს არა მეგობრული, არამედ "მტრული აქტია."

      "ამ აქტს ცალსახად შეგვიძლია მტრული ვუწოდოთ, ამაში ორი აზრი არ არის. ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ იქნა მიღებული, ჩვენთვის კითხვის ნიშნებს აჩენს, ვინაიდან, "დიფ სთეითთან" ბრძოლა დაწყებულია, თუმცა ჯერ კონკრეტულად ამ სტრუქტურებში ვერ ვხედავთ "დიფ სთეითის" შესუსტებას. უამრავი პროცედურაა გასავლელი, რასაც თვეები სჭირდება და შემდეგ იქნება უკვე საჭირო ბატონი ტრამპის ხელმოწერა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს კანონპროექტი კანონპროექტადვე დარჩება და ვერ იქცევა კანონად. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მოგვიწევს იმისთვის თვალის გასწორება, რომ თურმე ე.წ. დიფ სთეითი კი არ დამარცხებულა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ პირიქით, გაძლიერდა. მიზეზი, ასე დაჩქარებულად რომ მოესწროთ, იყო ის, რომ დამატებითი ჟანგბადი მიეწოდებინათ ჩვენი ოპოზიციისთვის იმასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, 31 მარტს ოპოზიციას დაანონსებული აქვს ე.წ. ბოლო გაფართხალების აქცია და სურთ, რომ ასეთი ტიპის გზავნილებით და ა.შ. უფრო მეტი რაოდენობის ხალხი მოაგროვონ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

      დღის ამბები
      მეტი