01 აპრილი 2025,   02:17
ვრცლად
ზურაბ ჟვანიასა და სააკაშვილის კადრებს შორის თავიდანვე იგრძნობოდა [დაძაბულობა] და ამას საკუთარ თავზე ვგრძნობდი - გოგა ხაინდრავა

უკვე თითქმის 5 საათია, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომა, რომელზეც მცირე ტექნიკური შესვენება იყო გამოცხადებული, გოგა ხაინდრავას მოსმენით განახლდა.

მისი თქმით, ზურაბ ჟვანიასა და სააკაშვილის კადრებს შორის დაძაბულობა იგრძნობოდა.

"მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრად დავინიშნე, ზურაბ ჟვანიასთან ერთად, ორჯერ მომიწია კრწანისში სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც გადასული იყო მიხეილ სააკაშვილი. ავედით და იქ დამხვდა ე.წ. ღამის მთავრობა - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქროაშვილი, ბოკერია, ერთხელ ბარამიძეც იყო, ზურაბ ჟვანია და მე. დავსხედით და პრინციპში, სამთავრობო სხდომა ჩატარდა, პირველზე არაფერი არ ვუთხარი და მეორედ რომ მივედით, ვუთხარი, ზურა, მე აქ აღარ მოვალ იმიტომ, რომ მე დამნიშნეს დღის მინისტრად და არა ღამის მინისტრად, ამიტომ იქ, ამ წრეში, ღამის მთავრობაში რა გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩემთვის საინტერესო არ არის.

ზურაბ ჟვანიასა და სააკაშვილის კადრებს შორის თავიდანვე იგრძნობოდა [დაძაბულობა] და მე საკუთარ თავზე ვგრძნობდი, პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არც მერაბიშვილთან, არც ადეიშვილთან და არც ოქროაშვილთან არ მქონდა. ხშირად არც ვესალმებოდით ერთმანეთს მთავრობის სხდომაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო მშვიდობით მივდივართ, მიდიოდა ამ ღამის მთავრობის მცდელობა სამშვიდობო პროცესის ჩაშლის", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

დღის ამბები
მეტი