01 აპრილი 2025,   02:22
ვრცლად
"დავსვათ მარტივი კითხვა, ვის ინტერესებში საქართველო მოკავშირეების გარეშე, დაუცველი დარჩეს? რა თქმა უნდა, რუსეთს" - პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილის განცხადებაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას არ ეთანხმება, მმართველ გუნდში კი გარე ძალების ინტერესებზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ, რასაც, მათივე თქმით, ხელს უწყობენ ოპოზიცია და ყოფილი პრეზიდენტი.

      "სტრატეგია აღმაშენებელი" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს მოკავშირეების გარეშე, დაუცველი დარჩენა მხოლოდ რუსეთს აწყობს და ხელისუფლება ამაში მათ ხელს უწყობს.

      "დავსვათ მარტივი კითხვა, ვის ინტერესებში საქართველო მოკავშირეების გარეშე, დაუცველი დარჩეს? რა თქმა უნდა, რუსეთს. საბჭოთა კავშირი თუ გაახსენდა, მეც გიპასუხებთ, რომ დიახ, მათი მიზანია აქართველო დატოვონ ყველა მოკავშირისა და მეგობრის გარეშე. შემდეგ კი, პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე დარჩენილი, დაუცველი საქართველო დააბრუნონ საბჭოთა კავშირში", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

      "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, შალვა პაპუაშვილის განცხადება სიახლე არ არის.

      "შალვა პაპუაშვილის განცხადება სიახლე არ არის, რომ დააბრალოს დასავლეთს საბჭოთა მეთოდების გამოყენება. ის, რომ მას აშინებს დასავლეთის მხარდაჭერა და მათ შორის, ის განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც ისტორიულად, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ქართველ ხალხს მხარში ედგა, ეს ჩემთვის კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ შიშს, რომელიც მათ გააჩნიათ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

      დღის ამბები
      მეტი