
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ბალტიისპირა ქვეყნები, საქართველოს ხარჯზე, საკუთარი პოლიტიკური და სავაჭრო ინტერესების გატარებას ცდილობენ.
მისი თქმით, ამ ქვეყნებს მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ, რისი კარგი მაჩვენებელი არის ის, რომ მათი პირველი პარტნიორი, ექსპორტის თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაციაა.
"უბრალოდ, არის ერთი მარტივი რამ, რომ ჩვენს ხარჯზე ხდება მათი პოლიტიკური თუ სავაჭრო ინტერესების გატარება. ეს არის უბრალოდ ამაზრზენი იმის ფონზე, რომ სამხედრო - პოლიტიკური კუთხით მაქსიმალურად ცდილობ ერთ დროს შენთვის წოდებული ქვეყანა გამოიყენო რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურად. ყველაზე მთავარი, ამაზრზენი და ამორალურია, რომ მერკანტილური ინტერესები გაქვს. ყველამ კარგად ნახეთ, რომ სავაჭრო ბრუნვით, ბალტიისპირა ქვეყნებისთვის ექსპორტში პირველი პარტნიორი რუსეთის ფედერაციაა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.